სომხეთის ნაკრებთან მატჩში მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩს მართავს.

პირველი ტაიმის 2:0 მოგების შემდეგ ქართველებმა ტემპი შეინარჩუნეს და მესამე გოლიც გაიტანეს. ეს 59 -ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

საქართველო 3:0-ს იგებს.