1729592480
„დუბაის შოკოლადის“ შემადგენლობა და ხარისხი გამოიკვლიეს - ნახეთ შედეგები

დუბაის შოკოლადის, რომელიც ახლა სოციალურ ქსელებში პოპულარულია, ხარისხი და შემადგენლობა გამოიკვლიეს.
Der Spiegel-ის ცნობით, ეს დელიკატესი, რომელიც პრემიუმ შოკოლადადაა პოზიციონირებული, სავარაუდოდ, შეიცავს არაჯანსაღ ნივთიერებებს. ამის შესახებ გამოცემა, სამომხმარებლო ორგანიზაცია Stiftung Warentest-ზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ლაბორატორიაში დუბაის შოკოლადის ექვსი განსხვავებული ფილა შეამოწმა. შედეგები დიდწილად უარყოფითი იყო.
შოკოლადების ტესტირებით დადგინდა რამდენიმე შეუსაბამობა.
„ზოგიერთი ნიმუში "აშკარად" შეიცავდა 3-მონოქლოროპროპანდიოლს და გლიციდილ ეთერს. ეს ცხიმოვანი დამაბინძურებლები ხშირად გვხვდება რაფინირებულ პალმის ზეთში და განიხილება პოტენციურ კანცეროგენად. შემოწმებაზე გაგზავნილი პროდუქტი ასევე "მნიშვნელოვნად" იყო დაბინძურებული ობის აფლატოქსინებით, კანცეროგენებით, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული ფისტაში. მართალია დუბაის შოკოლადის მირთმევა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა მავნე ნივთიერებების არსებობის შესახებ ასეთი დასკვნები შეუთავსებელია იმ მაღალი ხარისხის პროდუქტთან, რასაც მისი მწარმოებლები გვპირდებიან ", - წერს გამოცემა.