წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
შოთა მახარაძე მოლდოვის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს – ქართველი სპეციალისტი გამოცემა Media Sport-მა გამოარჩია.
მისმა გაწვრთნილმა გუნდმა „პეტროკუბმა“ მოლდოვის სუპერლიგის რეგულარული სეზონი დიდი უპირატესობით მოიგო, ახლა კი ფინალურ ექვსეულში გადაინაცვლა, სადაც პირველი ტურის მატჩები გაიმართა.
მახარაძის გუნდმა საჩემპიონო ექვსეულის პირველ ტურში „დაჩია ბუიუკანთან“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:0, ქართველი სპეციალისტი კი, როგორც მოგახსენეთ, საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.