პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე გლაზგოში საქველმოქმედო თამაშზე მიიწვიეს, რომელიც „აიბროქსზე“ გაიმართება და ერთმანეთს „რეინჯერსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები შეხვდებიან.
„აიბროქსზე“ ლეგენდების ნაკრებში ლუიშ ფიგუ, ნვანკვო კანუ, რობინ ვან პერსი, ჯეკ უილშირი, რობი ფაულერი, იაპ სტამი, ჯო კოული, მაიკლ ესიენი, პოლ სქოულზი და სხვები ითამაშებენ. რაც შეეხება „რეინჯერსს“ – ბარი ფერგიუსონი უხელმძღვანელებს გუნდს, რომელშიც იქნებიან ჯერმენ დეფო, კრის ბოიდი, მაიკლ მოლსი, საშა პაპაკი, იორგ ალბერტცი, რონალდ დე ბური, კარლოს კუელარი, პიტერ ლოვენკრანდსი, შოთა არველაძე…
Rangersnews-ის ცნობით, „რეინჯერსის“ ლეგენდებს მეორე ტაიმში შოთა უკაპიტნებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ლეგენდების ნაკრებში გიორგი ქინქლაძეც ითამაშებს.
შოთა არველაძე გლაზგოში, ლეგენდების მატჩში, მეორედ მიიწვიეს – პირველად ეს 2022 წელს, „რეინჯერსის“ 150 წლის იუბილეზე მოხდა, მაშინ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა, ლუიშ ფიგუს ხელმძღვანელობით, „აიბროქსის“ ლეგენდები 3:2 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში შოთამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
არველაძე „რეინჯერსში“ 2001-05 წლებში თამაშობდა (95 მატჩი, 44 გოლი), გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ამასთანავე, მოიგო შოტლანდიის თასი და ლიგის თასი. „რეინჯერსში“ თამაშისას, შოთას, მისი იუმორის გამო, მეტსახელად „მისტერ ბინი“ შეარქვეს.
გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ 1995-98 წლებში თამაშობდა (106 მატჩი, 20 გოლი) და გუნდის ლეგენდებში სამეულში შედის.
„რეინჯერსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების შეხვედრა „აიბროქსის“ სტადიონზე 2023 წლის 26 მარტს გაიმართება, მატჩის წინა დღეს კი, 25 მარტს, New Edmiston House-ში ლეგენდებისთვის საგანგებო ღონისძიებაა დაგეგმილი.