საქართველოს ნაკრები

სპორტი 1712902744

ფეხბურთი, ღვინო და მთები: საქართველოს არაჩვეულებრივი აღმავლობის ისტორია - უცხოური მედია ქართულ ფეხბურთზე

ქართული ფეხბურთში ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმების დაგვირგვინება საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრა იყო – ამის შესახებ წერილს გამოცემა Breakingthelines-ი აქვეყნებს.ქართული ფეხბურთი მსოფლიო ასპარეზზე აქამდე შეუმჩნეველი იყო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიამ, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქციეს.ქართული ღვინოებისგან განსხვავებით, ფართო საზოგადოება ამ ქვეყანაში ფეხბურთს ხშირად სათანადოდ არ აფასებდა. ქართული საკლუბო ფეხბურთის დაბალი დონის გამო, საერთაშორისო მედიის მხრიდან საქართველოს ჩემპიონატის გაშუქება თითქმის არ ხდებოდა. ზემოთ დასახელებული მოთამაშეების გამოჩენამ, რომლებმაც ევროპულ ფეხბურთში დაიმკვიდრეს ადგილი, ფაქტობრივად, გააქარწყლა მოსაზრება ლიგაში ხარისხიანი მოთამაშეების ნაკლებობის შესახებ.ქართული ფეხბურთის ისტორია მნიშვნელოვანი ტრიუმფებითაც დაიკვეხნის. თბილისის „დინამო“ კი საბჭოთა ფეხბურთში მნიშვნელოვანი ძალა იყო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დამაჯერებლად გამოდიოდა. გუნდმა 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო, რაც ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევად მიიჩნევა. „დინამო“ დღემდე რჩება ერთადერთ ქართულ კლუბად, რომელმაც ევროტურნირებზე გაიმარჯვა.ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართულმა ფეხბურთმა მკვეთრი რეგრესი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო ამაყობდა ისეთი გამორჩეული ტალანტებით, როგორებიც არიან შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე საქართველოს წარმატებებისთვის არასოდეს მიუღწევია. როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, პირველად დიდ ტურნირზე მონაწილეობის უფლება 2024 წელს მოიპოვა და საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო.ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან საქართველო 2020 წელსაც ახლოს ოყო, მაგრამ მაშინ პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო პროექტი გაგრძელდა, გარდამტეხი მომენტი კი კოსოვოსთან გამარჯვება გამოდგა – მას შემდეგ გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ხოლო გასული წლის ნოემბერში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოიგო.ამ ხნის განმავლობაში საქართველო ჩემპიონატშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა –  ლიგა ათგუნდიან ფორმატზე გადავიდა, რამაც გუნდებს შორის კონკურენცია გაზარდა, თუმცა პირველობის დონის ზრდას დიდად ხელი ვერც ამან შეუწყო, რადგან მოთამაშეების დიდი ნაწილი უფრო ძლიერ ლიგებში ცდილობს სათამაშოდ წავლას. ფინანსების ნაკლებობის გამო ქართული კლუბები მაღალი დონის მოთამაშეების შეძენას ვერ ახერხებენ და ჩემპიონატის დონის ვარდნას ესეც განაპირობებს.მიხედავად ამისა, ქვეყანაში ახალგაზრდა ტალანტები მრავლად არიან, მათი უმრავლესობა „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ბოლო დროს შესამჩნევი პროგრესია რეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდის კუთხითაც – 2015-დან 2021 წლამდე ეს რიცხვი 14,676-დან 37,600-მდე გაიზარდა. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელები ისევ გამოჩნდებიან.უეფა-ს დახმარებით საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც. მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა მოძველებული სტადიონები, აშენდა ახალი საწვრთნელი და საფეხბურთო ცენტრები, ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის ოპტიმალურ პირობებს უზრუნველყოფს.ამ ცხრაწლიანი მეთოდური და სტრატეგიული ძალისხმევის დაგვირგვინება საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრაა, სადაც გუნდი F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს. ამ რთულ შეჯიბრში შედეგების მიუხედავად, ქართული ფეხბურთის მომავალი ნამდვილად დადებითად გამოიყურება“, – წერს გამოცემა Breakingthelines.

shota arveladze

სპორტი 1710059970

შოთა არველაძემ „კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

შოთა არველაძემ „კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ქართველმა სპეციალისტმა გადადგომის შესახებ განცხადება „ტრაბზონს პორთან“ მარცხის შემდეგ გააკეთა.არველაძის ხელმძღვანელობით თურქეთის ჩემპიონატში გუნდმა 3 მატჩი მოიგო, სამჯერ ფრე ითამაშა და 8-ჯერ წააგო. თურქეთის თასზე, კი „კარაგუმრუკი“ ნახევარ ფინალში გავიდა.

ფუ

საზოგადოება 1709874427

„გვინდა რომ ასეთი დღესასწაულები იყოს ჩვენს ქვეყანაში… ყველაფერი შეგვიძლია, ფეხბურთის თამაშიც და მსგავსი ლამაზი საღამოს მოწყობაც” – შოთა არველაძე ,,ლეგენდების სერიის” პირველ მატჩზე

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე europebet-თან საუბრისას დღევანდელ ,,ლეგენდების სერიის” პირველ მატჩზე საუბრობს.მისი თქმით, საქართველოში ბევრი ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობას ისურვებდა.,,გვინდა რომ ასეთი დღესასწაულები იყოს ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ნახოს ჩვენი ქვეყანა, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ფეხბურთის თამაშიც და ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობაც. მსგავსი პატარა ჩემპიონთა ლიგის მოწყობა ჩვენც შეგვიძლია.გასახდელშიც, გარეთაც, ბიჭები რომ შევხვდით ერთმანეთს, ყველაფერი ეს არაჩვეულებრივი იყო. პლუს კიდევ რომ, ტრავმის გარეშე ჩავიარეთ. ხედავთ კიდეც, როგორ გვიჭირს მოძრაობა. გოლებიც ლამაზი გამოვიდა. ჩვენც შევაგდეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს. რაც მთავარია ხალხს ესიამოვნა, მადლობა ყველას”, – საუბრობს შოთა არველაძე.აღსანიშნავია, რომ დღეს ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ.„ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები „ინტერის“ ვარსკვლავებთან 0:2 დამარცხდნენ.საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ:შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.რაც შეეხება მილანის “ინტერის” შემადგენლობას, ასეთი იყო:ლუიშ ფიგუ, სებასტიან ფრეი, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, ფრანჩესკო კოლონეზე, ფაბიო გალანტე, დიეგო მილიტო, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი, ივან კორდობა, გეორგიოს კარაგუნისი, როდრიგო პალასიო, დავიდ სუასო​ და მაიკონი.

კალ

საზოგადოება 1709096932

მოულოდნელი სიურპრიზი და გახარებული თბილისის მერი - ნახეთ, კადრები

თბილისის მერი და ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე გუშინ იუბილარი იყო და 46 წლის გახდა.მეგობრებმა მას დაბადების დღეზე სიურპრიზი გაუკეთეს და ,,ქსოვრელების” უბადლო შესრულებით მიულოცეს.კალაძის იუბილეზე იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც არიან: თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, ზურა ხიზანიშვილი და სხვები.

arveladzeebi

საზოგადოება 1708587368

დღეს ძმები არველაძეების დაბადების დღეა

დღეს ქართული ფეხბურთის გამორჩეული წარმომადგენლების, შოთა და არჩილ არველაძეების დაბადების დღეა – ტყუპები 51 წლის გახდნენ.ძმებმა ვარჯიში „ავაზას“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყეს და 1990-1993 წლებში ერთად მოხვდნენ თბილისის „დინამოში“, ხოლო 1993-1997 წლებში – „ტრაბზონსპორში“. ერთად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები (1991, 1992, 1993) და საქართველოს თასის მფლობელები (1991, 1992, 1993) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, ხოლო „ტრაბზონსპორში“ – თურქეთის თასისა (1995) და თურქეთის სუპერთასის მფლობელები (1996). მერე მათი გზა გაიყო.აჩი ნიდერლანდურ „ბრედაში“ (1997–2000) გადავიდა, მერე იყო „კიოლნი“ (2000-2003), სადაც ტრავმებმა ხელი შეუშალა კარიერის განვითარებაში, „დინამო თბილისში“ (2003) ხანმოკლე პერიოდით დაბრუნდა, კარიერა კი ტრავმის გამო თბილისის „ლოკომოტივში“ (2004-2005) 32 წლის ასაკში დაასრულა. ამის მიუხედავად, მაინც შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა – 221 მატჩში 91 გოლი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1994-2002 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.შოთა არველაძე 1997-2001 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა, სადაც მან 96 მატჩში 55 გოლი გაიტანა. „დინამოში“, „ტრაბზონსპორსა“ და „აიაქსში“ კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1995-96 წლების სეზონში ის გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქიფეხბურთელი იყო, ვინც ეს მოახერხა. შოთა არველაძე უეფა-ს თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზეა.შოთამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წელს, როდესაც „ალკმაარში“ ლუი ვან გაალის თანაშემწედ დაინიშნა. მერე მთავარ მწვრთნელად იმუშავა „ქაისერისფორში“, „ქასიმფაშაში“, „ტრაბსონსპორში“, ტაშკენტის „ფახთაქორში“, „ჰალ სიტიში“.არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და 26 გოლით ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი – 1994, 1998 და 2007 წლებში.

GEO11 VS Inter Forever - მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

საზოგადოება 1705930867

GEO11 VS Inter Forever - მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვგულშემატკივრობდით და რომელთა თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით, ერთმანეთს 7 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდებიან. მაშ ასე: საქართველოს ნაკრებისა და “ინტერის” ლეგენდების სუპერმატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო, ღირებულება კი 15-დან 45 ლარამდეა. GEO11-სა და Inter Forever-ის დაპირისპირება ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და "ევროპაბეთის" მხარდაჭერით გაიმართება. თავიდან ცნობილი იყო, რომ GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მოთამაშე და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი. ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი მოთამაშეები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო კარიერა ჰქონდათ - ალექსანდრე იაშვილი და კახა კალაძე. შეგახსენებთ, რომ GEO11-ის წინააღმდეგ ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ინტერის ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი, მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი, არგენტინელები ესტებან კამბიასო და დიეგო მილიტო - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წევრები, რომლებსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა - ამ გუნდმა 2010 წელს ტრებლის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ ლეგენდარული შემადგენლობიდან ბათუმში 9 ფეხბურთელი ითამაშებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, შესაბამისად, მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაში ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გულშემატკივრებს საქართველოში მათი ხილვის შესაძლებლობა უფრო ხშირად მიეცეთ.

კვარა ოსი

ტაბლოიდი 1702538002

VIDEO: ოსიმენი და კვარა საშობაო ვახშამზე - მედიის ყურადღება მათმა სამოსმა მიიქცია

ნეაპოლიდან უახლესი ამბები ვრცელდება. „ნაპოლის“ 2023 წლის საშობაო ვახშამი Palazzo Petrucci-ში უკვე გაიმართა. საღამოს გუნდის წევრებთან ერთად, ვალტერ მაცარი და პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც ესწრებოდნენ.როგორც მედია წერს, ნეაპოლიტანური კლუბის მფლობელმა ვახშამი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ განზრახ მოაწყო.ადგილობრივი მედიის ყურადღება ქართველმა ტალანტმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოსიმენმა მიიქციეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, მოთამაშეების უმეტესობამ ტრადიციული სამოსი არჩია, ძირითადად მუქი, სწორედ მათგან გამორჩეულად ეცვათ ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენს.ნახეთ კადრები ↓ასევე ნახეთ:„ნაპოლის“ ფანის სამარცხვინო შეძახილი ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით - რა მოხდა სტადიონზე„მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია “ - შოთა არველაძე

კვარა

სპორტი 1702489970

„ნაპოლის“ ფანის სამარცხვინო შეძახილი ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით - რა მოხდა სტადიონზე

ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ შეიქმნა გულშემატკივართა ჯგუფი, რომელმაც რადიკალური გზის არჩევა გადაწყვიტა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ცნობილი ნეაპოლური რადიო და სააგენტო, Kiss Kiss Napoli ავრცელებს და წერს, რომ ეს გულშემატკივრები ხვიჩას გამუდმებით აყენებენ შეურაცხყოფას და მეტოქის ფეხბურთელებს ქართველის დაზიანებას სთხოვენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, „ბრაგას“ წინააღმდეგაც დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთი ქომაგი „ბრაგას“ მცველს სთხოვდა, რომ ხვიჩასთვის ფეხები მოეტეხა. Kiss Kiss Napoli ამის წყაროდ ერთ-ერთ გულშემატკივარს ასახელებს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.სააგენტოს საიტზე ამ გულშემატკივრის კომენტარი ვრცელდება:„სტადიონზე ერთ-ერთი იდიოტი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ უწოდებ, „ბრაგას“ მცველს უყვიროდა და ეხვეწებოდა, რომ კვარასთვის რამე დაეშავებინა. ის ყვიროდა: „მოტეხე კვარას ფეხები“. რატომ მიდის ასეთი ხალხი სტადიონზე და რატომ ამბობენ, რომ „ნაპოლის“ ფანები არიან? საბედნიეროდ, ხვიჩას „ბრაგას“ მცველებმა ვერაფერი დააკლეს და ქართველმა შემტევმა ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, გოლის გატანა, ან საგოლე გადაცემის შესრულება ვერ შეძლო, თუმცა, „ნაპოლიმ“ მეორე გოლი მისი ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ გაიტანა, როდესაც ეფექტური პასით ნათანი თავისუფალ ზონაში დატოვა და ამ უკანასკნელმაც ვიქტორ ოსიმენს გაატანინა,“ - წერს გამოცემა.ასევე ნახეთ:„მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია “ - შოთა არველაძე„კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“ - დი ლორენცო

შოთა არველაძე

სპორტი 1702456558

„მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია “ - შოთა არველაძე

მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს, - ამ შინაარსის პოსტს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„მინდა, მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ,“ - წერს არველაძე.ასევე ნახეთ:„კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“ - დი ლორენცო

გიორგი ამილახვარმა 100 წარმატებული სტუდენტის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლება 1698145730

გიორგი ამილახვარმა 100 წარმატებული სტუდენტის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და კომპანია „გალფის‘‘ წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად უჭერს მხარს და მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას.გიორგი ამილახვარი: „დღეს გაიმართა 100 საუკეთესო სტუდენტისთვის სტიპენდიების გადაცემის ცერემონია, რომელიც უკვე მეორე წელია კომპანია „გალფის“ ინიციატივით ტარდება.სწორედ სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის არსებული თანამშრომლობა არის საჯარო-კერძო პარტნიორობის სანიმუშო მაგალითი, როდესაც სახელმწიფო და კერძო კომპანია ერთობლივად ახორციელებენ სტუდენტებისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროგრამას. ეს არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალში – განათლებაში და უდიდესი სტიმული თითოეული სტუდენტისთვის, რომელმაც მოიპოვა სტიპენდია. მჯერა, აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს სტუდენტებს, უფრო შემართებით გააგრძელონ სწავლა და მიაღწიონ მეტ წარმატებას.თითოეულ სტუდენტს, მათ მშობლებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის პროექტებს და ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვადასხვა კომპანიასთან.‘‘ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა 100 წარმატებული პირველკურსელი, რომლებმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებენ.გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი –– ჯამში 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია „გალფის“ ინიციატივით 25-31 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც დაესწრებიან NBA-ს მატჩს და ესტუმრებიან სტენფორდის უნივერსიტეტს.დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ალან პარსელმა, PETROCAS ENERGY GROUP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ, GULF-ის გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ ქრამერმა და ფეხბურთელმა შოთა არველაძემ.მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს.  მათთან პარტნიორობის ფარგლებში, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ერთობლივი ძალისხმევით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა შემუშავდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ „გალფი“, რომელიც სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას სტუდენტებისთვის. 

კლინიკა

საზოგადოება 1694378294

როგორია, სახურავიდან გადმოვარდნილი კაცის მდგომარეობა

წერეთლის გამზირზე სახურავიდან გადმოვარდნილი კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„აღნიშნავენ, რომ არის სიმაღლიდან ვარდნა, არის უმძიმესი მდგომარეობა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ტრავმული შოკი, სახის და ქალის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით, იმყოფება მართვით სუნთქვაზე". - ამბობს ალადაშვილის კლინიკის ექიმი.10 სექტემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, სახურავიდან კაცი გადმოვარდა. სავარაუდოდ, კაცი სახურავზე სამუშაოებს ასრულებდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ასევე ნახეთ:„იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ...“ - შოთა არველაძე განცხადებას ავრცელებსVIDEO: „შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, რომ...“ - გიორგი ნაზღაიძე მიმართვას ავრცელებსთაღლითური სქემა და საფრთხე 100 ათასობით აბონენტს - დენის, წყლის და გაზის მომხმარებლები ფინანსურ აფიორაში გაეხვივნენ

shota arveladze

სპორტი 1694378042

„იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ...“ - შოთა არველაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით, ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე ფეისბუკ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. „დინამო არენაზე“ მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან. რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს.განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, ამიტომ წარმოუდგენელია, ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ. კი, ორივეზე გავბრაზებულვართ, იუმორიც ჩვენი საქმეა და მწარე სიტყვაც კარგად გვეხერხება, მაგრამ ამ ყველაფერმა მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს. შედეგს არც ოსლოში ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის მხოლოდ ამის დანახვაც საკმარისი იქნება.P.S. ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ,“- დაწერა ვეტერანმა ფეხბურთელმა.