„სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის გოლით „ბულონი“ დაამარცხა

ზურიკო დავითაშვილი

„სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბულონს“ შეხვდა და ზურიკო დავითაშვილის გოლით გაიმარჯვა. ანგარიში 1:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. ის მატჩის ბოლოს - 89-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი.