რა ვიდეო გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბიჭმა, რომელიც ცოლმა მოკლა
1755978946
თბილისში 25 წლის ქალმა ქმარი მოკლა - როგორც „პარიმ ტაიმმა" გაარკვია მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო ქალი, რომელიც დააკავეს თეკლა გერსამიაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.