American Airlines-ის ბორტზე მგზავრის მოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდა - დაწყებულია გამოძიება

American Airlines

 აშშ-ში, შაბათს, ფენიქსის მიმართულებით მიმავალი American Airlines-ის რეისი ვაშინგტონ-დალესის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა მას შემდეგ, რაც მგზავრის  მოწყობილობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ abcnews-ი ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისა და ავიაკომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

American Airlines-მა განაცხადა, რომ რეისი 357-ი "უსაფრთხოდ დაეშვა" დალესში მგზავრის კუთვნილი  მოწყობილობიდან კვამლის გამოსვლის შესახებ ინფორმაციის შემდეგ".

"ეკიპაჟმა დაშვებამდე მოწყობილობის სწრაფად ლოკალიზება შეძლო“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ოფიციალურმა პირებმა არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის მოწყობილობა იყო თვითმფრინავში.

მედიის ცნობით, რეისი ფილადელფიიდან ფენიქსის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკომპანიის ცნობით, ბორტზე 160 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებს.