ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში - რონალდუს ახალი რეკორდი

კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრი საუდის არაბეთის სუპერთასზე დამარცხდა ალ-აჰლისთან, თუმცა ლეგენდარული თავდამსხმელისთვის ეს შეხვედრა მაინც განსაკუთრებული გამოდგა. პორტუგალიელმა ფორვარდმა რიადში შეაგდო თავისი მე-100 ბურთი და ის გახდა ერთადერთი მოთამაშე ისტორიაში, რომელსაც 100+ გოლი აქვს 4 სხვადასხვა კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში.

"ყვითლების" კაპიტნის მონაგარი ასეთია - რეალ მადრიდი; 438 მატჩი, 450 გოლი, მანჩესტერ იუნაიტედი; 292 მატჩი, 118 გოლი, იუვენტუსი; 134 მატჩი 101 გოლი, პორტუგალიის ეროვნული გუნდი; 221 მატჩი, 138 გოლი. ბოლოს კი როგორც აღვნიშნეთ, ლეგენდარულმა მე-7 ნომერმა მე-100 ბურთი ალ-ავალ პარკზეც შეაგდო.