„საცოდაობა ტრიალებს...“ - ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია
1755718983
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა.
„ეს როგორ მოხდა დაუჯერებელია... სიცოცხლით სავსე ლაშიკო, ზრდილი, კეთილი. რატომ ასეთი განსაცდელი მის ოჯახს... ლაშა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო",- გვიყვება წყარო.
შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.