ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს, მანამდე, 25 მარტს კი ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული.
შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია - 20 წლის ლუკა გაგნიძე, რომელიც „დინამო მოსკოვის“ ღირსებას იცავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი) ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, ბაქო, აზერბაიჯანი.
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია) სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი), საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი („ცრნა ზვეზდა, ბელგრადი, სერბეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე, („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი მიქაუტაძე, („მეცი“, მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, კარლსრუე, გერმანია)
საქართველოსა და მონღოლეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს 21:00 საათზე, ნორვეგიასთან ოფიციალური შეხვედრა კი 28 მარტს 20:00 საათზე ბათუმში გაიმართება. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872