„მარადონა ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა“ - პედრო პაბლო პასკული

კვარა მარადონა

1986 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა პედრო პაბლო პასკულიმ, რომელიც „არხენტინოს ხუნიორსსა“ (1980-81) და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში (1984-87) მარადონას თანაგუნდელი იყო, „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss Napoli-სთან დიეგო მარადონასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

დიეგო არმანდო მარადონამ „ნაპოლის“ პრეზიდენტ ფერლაინოს სთხოვა, რომ მისთვის ფერარი მიეცათ, ის კმაყოფილი იყო, მაგრამ იქ კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, დიეგოს შავი ფერის მანქანა სურდა. კორადო ფერლაინო უნდა წასულიყო რომში და ანიელთან ამ საკითხზე ესაუბრა. იტალიაში მარადონა ერთადერთი იყო, ვისაც ეს მანქანა, შავი ფერის ფერარი ჰყავდა“. - თქვა პასკულიმ.

იტალიურ მედიაში რამდენიმე პირის კომენტარი გამოქვეყნდა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 10-ნომრიანი მაისური უნდა მისცენ, რომელიც მარადოსადმი პასტივისცემის ნიშნად ხმარებიდან ამოღებულია. ამასთან დაკავშირებით არგენტინელი ამბობს:

დიეგოს 10-ნომრიანი მაისური ასე უნდა დარჩეს. ის ფეხბურთის ისტორიაში უძლიერესი იყო. ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის მაისურს კვარას მისცემდა, ის ყოველთვის გულით მოქმედებდა, მაგრამ ეს ჩემი სიტყვებია, ჩემს აზრს ვამბობ“.

სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!