1740149471
საქართველოს ნაკრები მსოფლიო მედიის დღის თემად იქცა - რას წერს BBC

საქართველო ისტორიაში შევიდა უმსხვილეს ტურნირზე პირველად გასვლით, საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთი პენალტების სერიით დაამარცხა, - ამ სათაურით სტატიას თბილისში გუშინ გამართულ ისტორიულ საფეხბურთო მატჩს BBC-ი უძღვნის და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი 11-მეტრიანი ბერძნების კარში ცვლილებაზე შესულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.
„პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება თბილისში ზეიმის მიზეზი გახდა“, - აღნიშნავს გამოცემის სპორტული განყოფილება და იმასაც წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველო თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: დინამო არენაზე ზღვა ემოციებია! - გულშემატკივარი გამარჯვებას მოედანზე აღნიშნავს