„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს.
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.
გამარჯვების წამებიდან არ წყდება გამოხმაურება სოციალურ ქსელში. გულშემატკივრები უპირობოდ ასახელებენ, რომ დღის გმირი, გიორგი მამარდაშვილია:
„შვილი რომ მეყოლება, მამარდაშვილი უნდა დავარქვა“ - წერს სოციალურ ქსელში თეკო მენაბდე.
„გუშინ გამარჯვების მოლოცვის მერე ფბ-ში აღარ შემომიხედავს, დღეს დილას გავხსენი და ისეთი ვიდეოები და პოსტები დამხვდა, ორი ლიტრა ცრემლი დავტოვე . ბევრი, ბევრი ასეთი თავდაჯერებული და დამსახურებული გამარჯვება ჩვენ!სუ ევროპებში გვეშრიალოს. პ.ს. ეს მამარდაშვილი კიდე რანაირი ზევსივით ბიჭია“,-წერს ბაია პატარაია.
„დიდი ქილა რო მქონდეს , ამ სიხარულს მოვხუფავდი“... “ ბებიათქვენისამ” ბერძნულად როგორ იქნება? ... „ჩვენები ისე კარგად თამაშობენ, სხვისები მგონია“-წერს ირაკლი გაფრინდასვილი.
„რას ვიფიქრებდი ეს მელოტი კაცი ქოჩორაშვილისთვის თუ ვილოცებდი“... „დორტმუნდის სტადიონთან ქართველ გადამყიდველებს ვხედავ“,-წერს დათო გორგილაძე.
„ნაძვის ხე ავაწყვე, მედო საცივს აკეთებს, ნანა გოზინაყს, მანქანაში კანფეტები ჩავიყარე, ბავშვებს ყველა მათ მიერ ნათხოვნ იდიოტობაზე დავთანხმდი, გიჟივით გაკრეჭილი დავდივარ, ყველას ვულოცავ - კიდევ რას ვაკეთებთ ხოლმე. აუუუ ქალაქი ცარიელიაააა იჰუუუუუუ გილოცააააააააავთ ახალ წელს“,-წერს ნათია მიქიაშვილი.