წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
ეს არის სწორედ ის, რამაც ევროპა იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არიან, რომ კაია კალასს არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო. აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა ტიპის განაცხადია ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების გამო შეიქმნას ექსპერტული მისია.
„არ იქნება „მეგობარი აქტი“, იქნება ეს. ეს [მისიის შექმნა] აჩვენებს იმ მავნე და ბოროტ ზრახვებს, რომელიც საქართველოს მიმართ ზოგიერთს აქვს, რომ მუდმივი თემები ჰქონდეთ. მოსკოვი ამ შემთხვევაში სიმბოლურია. ადრე მოსკოვიდან რევიზორი რომ ჩამოდიოდა, ახლა მოსკოვის მექანიზმით, რევიზორები უნდა ჩამოვიდნენ. ეს არის სწორედ ის, რამაც ევროპა იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არიან, რომ კაია კალასს არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო. აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს. თუ რაიმეს შნო და თავი აქვთ, იციან რა უნდა გააკეთონ - ჩავიდნენ უკრაინაში და იომონ. გაურბიან ამ ყველაფერს, აომებენ უკრაინელებს და ზელენსკი იხვეწება, ის მაინც მითხარით, ნამდვილად მიგვიღებთ თუ არა ევროკავშირშიო და აუქნიეს დღეს ხელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.