წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდთან და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონადლ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, ირანს დაარტყამს.