საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა

ფეხბურთი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა. „დინამო არენაზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ესპანეთი იყო. მატჩი 0:4 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილის გარდა, ტრავმირებული ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ვერ დაეხმარნენ. ოთარ კაკაბაძე და გიორგი მიქაუტაძე კი გუნდს შეკრების დაწყებამდე გამოაკლდნენ.