საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ბრაზილიიდან ექვსი მედლით დაბრუნდა

მოფარიკავეთა ნაკრები

ბრაზილიაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრებმა სან პაულოს მსოფლიო თასის გათამაშებიდან ექვსი მედალი - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მიიღეს.

სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახლობლები და გულშემატკივარი დახვდნენ.