„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი თურქეთში გადის შეკრებას, რომლის ფარგლებშიც მეორე შეხვედრას სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
პირველ ტესტ-მატჩში ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთი 4-ით 2 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს შეხვდება, უშუალოდ დღევანდელი მატჩი კი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.