საქართველო 26-ე წუთისთვის სომხეთის ნაკრებს 4:0-ს ამარცხებს

ჩაკვე

ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შედეგიანად დაიწყო – მეთოთხმეტე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა.

ჩვენი გუნდი ორბურთიან უპირატესობას არ დასჯერდა და 23-ე წუთზე მესამე გოლიც გაიტანა. ეს გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა. გავიდა სამი წუთი და ოთარ კიტეიშვილმა მატჩში დუბლი შეასრულა – 4:0.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, სომხეთში საქართველომ 3:0 მოიგო. ორმატჩიანი პლეი ოფის გამარჯვებული მომავალ სეზონში ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს.