1743141376
ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის 26 მარტს ელისეს სასახლეში უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 26 მარტს ელისეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა საფრანგეთისთვის პრიორიტეტად რჩება“, – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 მარტს „მსურველების კოალიციის“ სამიტია დაგეგმილი, რომლის მონაწილეებიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ.