საკლუბო და სანაკრებო დონეზე მესის გუნდებმა 33-დან 33 შემთხვევაში დაძლიეს ჯგუფური ეტაპი - მესი

მესი

არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გუნდმა ისევ დაძლია ჯგუფური ეტაპი.

„ინტერ მაიამიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში 2:2 ითამაშა „პალმეირასთან“ და მეორე ადგილიდან გავიდა მერვედფინალში, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.

ეს არის არგენტინელის კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე 33-ე შემთხვევა (33 შესაძლებლიდან), როცა ლიონელ მესის გუნდებმა ჯგუფური ეტაპი გადალახეს.