„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს იღებს კანონთან შესაბამისობაში, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების კომენტირებისას.
„ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია მიუხედავად მისი პოლიტიკური ან სხვა სახის შეხედულებისა. ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, შესაბამისად, იქნება სისხლის სამართლის დევნის ობიექტი.
რაც შეეხება საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში იმყოფებიან - მოგეხსენებათ, სასჯელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს“, -აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.
გიორგი ვაშაძე დააკავეს. სასამართლომ მას შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს ორი წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას.