„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე, - ასე ეხმაურება „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ცვლილებებს, რომელიც შედის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში.
„საუბარი არაა მხოლოდ პროვოკაციებზე. ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა და ისე გათავხედდნენ, რომ მანდატურებს ფიზიკურად შეეხნენ. გამორიცხულია რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი პროცესი ნახოს ვინმემ და თუ ნახავს, უმკაცრესი სასჯელი იქნება.
ჩვენ როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ამ მიმართულებითაც გვქონდა ხარვეზები და ესეც იყო „დიფ სთეითიდან“ და გლობალური ომის პარტიიდან ზეწოლიდან გამომდინარე. ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე“ , - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.