საბა ლაზიშვილის წერილი ნურმაგომედოვებთან ჩხუბის შემდეგ
1794500392
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.
ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში შეხვედრის ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა და საბა ლაზიშვილი ამერიკელი მებრძოლის ახალ მეტოქედ წარადგინა.
თავდაპირველად ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა RAF-ის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ხალიჩაზე ქართველი სპორტსმენი გავა.
შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი მერაბ დვალიშვილთან ერთად აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ორივე ქართველი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ქართველმა სპორტსმენებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.
RAF-ის ტურნირი 14 ნოემბერს აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება – ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილის მეტოქე ბრაზილიელი მარლონ მორაესი იქნება.