1794579952
თურქეთსა და კატარს შორის ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
თურქეთსა და კატარს შორის ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
შეთანხმებას ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას სპარსეთის ყურის რეგიონში ომის განახლების თავიდან ასაცილებლად, დიალოგის საფუძვლის შესაქმნელად და მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
განცხადებაში თავდაცვის სფეროში გაფორმებული შეთანხმების შესახებ დეტალები არ არის მოცემული.
თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-12 შეხვედრის ფარგლებში, ხუთი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის „ურთიერთგაგების მემორანდუმი მომხმარებელთა დაცვის, ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“, „შეთანხმება განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „ურთიერთგაგების მემორანდუმი მშვიდობის, შერიგებისა და კონფლიქტების მოგვარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „მაღალი დონის სტრატეგიული კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის ერთობლივი დეკლარაცია“.












