„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
უკრაინის ომში რუსმა აგრესორებმა 25 წლის ფეხბურთელი, ალექსანდრ სუხენკო მშობლებთან ერთად წამებით მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო Xsport.ua ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფეხბურთელი ოჯახის წევრებთან ერთად 23 მარტს, კიევის რაიონის სოფელ მოტიჟინიდან გაიტაცეს. 2 აპრილს, უკრაინული საბრძოლო დაჯგუფება „მაკაროვის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ტოკარმა განაცხადა, რომ სუხენკოს ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი იპოვეს, მათი სხეულები კი ნაწამებ მდგომარეობაში იყო.
25 წლის ალექსანდრ სუხენკო, რომელიც თავდამსხმელი იყო, ორჯერ გახდა კიევის რეგიონალური თასის გამარჯვებული და ასევე, კიევ-სვიატოშინსკის რაიონის თასის მფლობელი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მოკრივე, სავარჯიშო დარბაზში დახვრიტეს.