რას ითხოვს მამუკა ჯუღელი "ნაპოლისგან" - ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მილანში მოლაპარაკებებს მართავს

მამუკა ჯუღელი კვარაზე

გამოცემა Il Mattino-ის ცნობით, მილანში, მამუკა ჯუღელს და აურელიანო დე ლაურენტისს შორის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ნაპოლიმ" ქართველთან დაკავშირებით "პარი სენ-ჟერმენის" €110 მილიონიანი წინადადება უარყო, იმ მიზეზით, რომ კვარაცხელია არ იყიდება.

არსებული ინფორმაციით, ნეაპოლიტანური კლუბი ქართველ გარემარბს ხელფასის 1.5-დან 5 მილიონ ევრომდე გაზრდას და კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, ჯუღელი კი ამ ციფრის 6-7 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.