„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გრიპის გამო „სალერნიტანასთან“ გასვლითი მატჩი გამოტოვა, მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
ხვიჩამ „იუვენტუსთან“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ, სადაც გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა, გრიპის გამო ორი მატჩი გამოტოვა – იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ და ჩემპიონატში „სალერნიტანასთან“. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ლუჩანო სპალეტისა და „ნაპოლის“ ფანებს გაახარებს: ქართველი თავდამხსმელი გამოჯანმრთელდა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ „რომას“ წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება.
„ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ მოგების შემდეგ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. გუნდი საწვრთნელ პროცესს 24 იანვარს განაახლებს. „კასტელ ვოლტურნოში“ („ნაპოლის“ საწვრთნელი ცენტრი) სხვებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც გამოცხადდება, ქართველი თავდამსხმელი სრულად გამოჯანმრთელდა, ის გუნდთან ერთად ივარჯიშებს და კვირას „რომასთან“ თამაშისთვის მზად იქნება.
სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრას „ნაპოლი“ 29 იანვარს „რომას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.