როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება მოედანს

გიორგი ჩაკვეტაძე

აპრილის თვეში, საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო. მისთვის ეს სეზონი დასრულებულია. ჩაკვეტაძემ უკვე 6 შეხვედრა გამოტოვა.

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი სარეაბილიტიაციო პროცედურებს თბილისში გადის და ყოველდღიურად უტარდება ფიზიო პროცედურები და ვარჯიშები.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შედეგები გაუმჯობესებულია და 3-5 კვირაში ის უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშს განაახლებს. ჩაკვეტაძეს კოჭ-წვივის ტრავმა აქვს.

შესაბამისად, ივნისის თვეში ის საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება და პირდაპირ ახალი საკლუბო სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.