ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს წარედგინება

ლენტი

თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი, სავარაუდოდ, დღეს უნდა წარედგინოს.

36 და 45 წლის მამაკაცები სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 19 წლის ბიჭის ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობების მიყენებაში ედება ბრალი, მეორეს კი - მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

გამოძიების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევია. ამჯერად მას კიდევ 15 წლამდე ვადით პატიმრობა ელის.