„როდესაც ნეაპოლში ჩამოვედი, შოკირებული ვიყავი... აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს“ - ხვიჩა კვარაცხელია

კვარა რეალურია

ნეაპოლში მდებარე კინოთეატრ The Space-ში ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ალესანდრო სიანის ახალი ახალი ფილმის „Tramite amicizia-ის“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ.

მათ შორის იყო ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც დამსწრეების წინაშე სიტყვით წარდგა.

ნეაპოლი ჩემთვის ულამაზესი ქალაქია. როდესაც აქ ჩამოვედი, შოკირებული ვიყავი... რადგან მსგავსი არასდროს არსად მინახავს. ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. მინდა, ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ.“ - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ნახეთ ვიდეო ↓