დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ცნობილი იტალიური სააგენტო, Fantamaster.it-ი ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულ, ნიცა თავაძის შესახებ წერს და მას ქართველი ფეხბურთელის წარმატების ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ მოიაზრებს.
სტატიაში ვკითხულობთ:
„შეყვარებული კვარაცხელია - ვინ არის ნიცა თავაძე?
კვარაცხელიას შეყვარებული საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად დარჩა და კვარას იტალიაში არ გაჰყვა. მას განსაკუთრებულად არ უყვარს საკუთარი თავის საჯაროდ გამოჩენა და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს. მას მაქსიმალური კონცენტრაცია სწავლაზე აქვს გადატანილი, თუმცა ხშირად ჩნდება ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე. როგორც აღვნიშნეთ, ხვიჩას შეყვარებული საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო იტალიაში არ გაჰყვა.
კვარაცხელიამ აღიარა, რომ არ უყვარს საჯარო აქტივობები და სიმშვიდეში ცხოვრებას ამჯობინებს, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზია სერია A-ში მის ფეთქებადობაზე. სეზონის პირველი ნაწილის გმირი მთლიანად სკუდეტოს მოგებაზეა კონცენტრირებული. ქართველი შემტევი ამას აშკარად ვერ მალავს.
ნიცა თავაძე კვარაცხელიას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა
ის მშვიდია და ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომელიც საქართველოში სწავლას სრული სერიოზულობით ეკიდება. ნიცა ამტკიცებს, რომ ძლიერი მამაკაცების უკან, ყოველთვის დგანან ძლიერი ქალები, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით. ეს გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ კვარა სკუდეტოს მოგებისკენ ნეაპოლელთა წარმატებულ სვლას განაგრძობს.
კვარაცხელიას შეყვარებულს არ უყვარს სოციალურ ქსელში აქტივობა
როგორც აღინიშნა, მას არ უყვარს პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელში ჩვენება. იგივე ეხება კვარაცხელიასაც, რომელსაც მხოლოდ პროფესიული ცხოვრების აფიშირება ურჩევნია. ეს ნამდვილად უჩვეულოა სოციალური ქსელების ეპოქაში. როგორც აღვნიშნეთ, კვარას მიზანი მხოლოდ და მხოლოდ „ნაპოლის“ გულშემატკივრების გახარებაა, რაც სკუდეტოს მესამედ მოგებას გულისხმობს.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.