მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ" "კრემონეზე" 3:0 დაამარცხა. ანგარიში და თამაში ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 22-ე წუთზე გახსნა, რომელიც 22 წლის გახდა და საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა.
მატჩის შემდეგ ლუჩიანო სპალეტიმ გუნდში არსებულ ერთსულოვნებაზე ისაუბრა და ხვიჩას იუბილე მოიყვანა მაგალითად.
„როგორც კი 12 საათი შესრულდა, whatsapp-ის ჯგუფში „ნაპოლის“ ყველა მოთამაშემ მიულოცა კვარას დაბადების დღე. არცერთი დალოდებია გათენებას. ასეთი ურთიერთგაგებაა გუნდში.
მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ. შესანიშნავი გუნდი გვყავს, სადაც ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ. ისინი მოედანზე თავგანწირვისთვის მუდამ მზად არიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ცხადია, მარტივად არაფერს დავთმობთ, მაგრამ მატჩიდან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა სპალეტიმ.