რატომ თქვა ჯაბა კანკავამ დინამო თბილისის კაპიტნობაზე უარი

ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავამ დინამო თბილისის კაპიტნობაზე უარი პირადი გადაწყვეტილებით თქვა. 

Geo Team-ის ინფორმაციით, დინამო თბილისმა გუნდში მისვლის შემდეგ ჯაბა კანკავას კაპიტნობა შესთავაზა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯაბამ უარი თქვა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ურჩევნია კაპიტანი ახალგაზრდა დინამოელი იყოს და მას გვერდში დაუდგეს. ამის შემდეგ დინამო თბილისმა კაპიტნად 21 წლის მცველი ნიკოლოზ უგრეხელიძე აირჩია.