რას წერენ ჩეხი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ

კვარა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი ციკლი გასაოცრად დაიწყო და ჩეხეთი მიხეილ მესხზე 4:1 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ ჩეხმა გულშემატკივრებმა საკუთარი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები მიწასთან გაასწორეს.

ქართველებმა სასტიკი რეალობა დაგვანახეს. ეს ეროვნული სიამაყის სირცხვილად შეცვლას ნიშნავს!

ყველაზე ცუდი ევრო ჩავატარეთ და ჰაშეკი ისევ პოსტზეა. ეს მხოლოდ ჩეხეთში შეიძლება ხდებოდეს.

ყველა იმ კლოუნს ვულოცავ ამ შედეგს, ვინც დღეს ჩეხურ ფეხბურთს მართავს.

საბოლოო შეფასება? - სირცხვილი, სირცხვილი და ისევ სირცხვილი!

სახლშიც მიწაში თავით ჩაგვარჭობენ, მეტის მოლოდინი როგორ უნდა მქონდეს?

გამოგყევით, გვერდში დაგიდექით, თქვენ კი რა აკადრეთ ქვეყანას? - წერენ ჩეხი ფანები.

წყარო: