მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა. მოქმედმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ მოსამზადებელი კემპისას ის ტრავმირებული იყო.
„მანქანა ვარ, თუმცა როდესაც ამ ბრძოლას დავთანხმდი, ვიყავი ტრავმირებული - ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო. დღეს თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ბრძოლისთვის საჭიროა კარგი მომზადება, მე კი დაზიანება მქონდა. ფეხზე ინფექცია მქონდა და ზურგი მაწუხებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელი კემპის დროს ვიყავი ტრავმირებული, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან ოქტაგონზე ყველაფერი დავდე, რაც შემეძლო", - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.
ქართველმა „მანქანამ” რუსი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა.