„არის თუ არა კვარაცხელია სიურპრიზი? მათთვის ნამდვილად არის, ვინც აქამდე არ იცნობდა“ - მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი

კვარა

„ნაპოლის“ ყოფილმა და ამჟამად მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ Rai Sport-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

66 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბისთვის სიურპრიზი არ ყოფილა და კვარას ის „ნაპოლის“ მწვრთნელობის დროსაც აკვირდებოდა. 

„ნაპოლიმ“ ჩინებული ფეხბურთელი დაიმატა, ის ჰაერს ახალისებს. დღეს კიდევ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რისი გაკეთება შეუძლია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ახალწვეულებმა გუნდი არაპროგნოზირებადი გახადეს. არის თუ არა კვარაცხელია სიურპრიზი? მათთვის ნამდვილად არის, ვინც აქამდე არ იცნობდა, მაგრამ ჩემთვის არ არის. როდესაც „ნაპოლიში“ ვიყავი, მას აქტიურად ვაკვირდებოდით, ის ნამდვილად განსაკუთრებული მოთამაშეა. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ლიდერობით გუნდი იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 20 ქულით, „ატალანტასთან“ ერთად ლიდერობს. 

ნეაპოლიტანური გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე 4 ოქტომბერს, სტუმრად „აიაქსს“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.