რა ინფორმაცია ვრცელდება ნაკრების ყოფილ კაპიტან, ჯაბა კანკავაზე

jaba kankava

Geo Team-ის ინფორმაციით, დინამო თბილისი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას ტრანსფერზე მუშაობს და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე წარმატებით შედგა.

როგორც მათთვის ცნობილია, თბილისური გუნდი 38 წლის ნახევარმცველისთვის მისაღები კონტრაქტის შეთავაზებაზე მუშაობს.

2024 წლის ზაფხულში სლოვანიდან წამოსვლის შემდეგ ჯაბა კანკავა თავისუფალი აგენტია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ფეხბურთელს ჯერ კიდევ ზაფხულშივე საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი იბერია დაუკავშირდა, თუმცა იმ მომენტისთვის ჯაბა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას არ განიხილავდა.