„ქართველებს თვითკრიტიკა დავუბრუნეთ“ - ალბანური გამოცემა ნაკრების გამარჯვებაზე

sport

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოპოვებული გამარჯვება ალბანეთის ნაკრებისთვის ისტორიულია - მათ თბილისში აქამდე ნათამაშები ხუთი მატჩიდან არათუ გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული, არამედ ქულაც არ ჰქონდათ აღებული.

„შკიპერებისთვის“ ამ უსიამოვნო სერიის დასრულებას ალბანური გამოცემა Gazetatema.net საინტერესოდ გამოეხმაურა.

რას წერენ მატჩზე

ალბანეთის ეროვნულ გუნდს ოთხი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს და საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ ამ გუნდმა ორივე მატჩი სტუმრად, შესაბამისად, უკრაინელებთან და ქართველებთან მოიგო.

ერთი თვის წინ, ტირანაში განცდილი უმნიშვნელო მარცხის შემდეგ, ალბანეთის ნაკრები გამარჯვების გზას დაუბრუნდა და ქართველები თბილისში დაამარცხა. ეს მოგება კი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს აძლევს საშუალებას არათუ მეორე, არამედ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთოს, რადგან არის შანსი იმისა, რომ ლიდერობისთვის ჯგუფის ოთხივე მონაწილემ იბრძოლოს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა.

ალბანელმა ფეხბურთელებმა დაცვაში საოცრად ორგანიზებულად ითამაშეს და სილვინიოს მიერ მიცემული ყველა დავალება შეასრულეს.