ნიკოლოზ ბასილაშვილი

„პოსტ-კოვიდური სინდრომი მაქვს“ - რა პრობლემაზე საუბრობს ნიკოლოზ ბასილაშვილი

ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარისთან პირველ წრეში მარცხის შემდეგ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

ნიკამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემორჩა, რის გამოც ფორმის ბოლომდე აღდგენა უჭირს.

„პოსტ-კოვიდური სინდრომი მაქვს და ბოლომდე აღდგენა მიჭირს. ეს პროცესი, ალბათ 2-3 კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი კვლავ ოპტიმალურ ფორმას დავუბრუნდები“, – განაცხადა 29 წლის ჩოგბურთელმა. 

შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ბრიტანელ ენდი მარისთან პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. ნიკა მსოფლიო რეიტინგში ამ დროისთვის 21-ე პოზიციაზე იმყოფება.

რამდენიმე კვირის წინ, ნიკას ATP Cup-ზე სტეფანოს ციციპასთან შეხვედრის დროს სუნთქვის პრობლემები შეექმნა, რის გამოც მატჩი ნაადრევად შეწყვიტა.

მთავარი სიახლეები

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

puli

1651821060

300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

სხვა სიახლეები

აზოვსტალი

ომი უკრაინაში 1652811595

Reuters: დღეს, აზოვსტალიდან სულ მცირე 7 ავტობუსი გავიდა

დღეს, აზოვსტალიდან, მარიუპოლის უკრაინელი დამცველებით, სულ მცირე 7 ავტობუსი გავიდა, - წერს Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით.ავტობუსებს თან ახლდნენ რუსი ოკუპანტებიც. ამ დროისათვის უცნობია,  ზუსტად რამდენმა უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა აზოვსტალის ტერიტორია.16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც, გაცვლის შემდეგ, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

დავით სონღულაშვილი

საზოგადოება 1652810463

ფასთა ინდექსაციის წესი, მსოფლიოში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა 2021 წელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში შეინიშნებოდა ინფლაციის ზრდის პროცესი - დავით სონღულაშვილი

უკრაინაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა, სასურსათო და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ, ინფლაცია კიდევ უფრო გააღრმავა. შექმნილი ვითარების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 27 აპრილს გამოსცა №753 განკარგულება - „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“.განკარგულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფარგლებში, დასაშვები ხდება თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება და სახელშეკრულებო ფასის კორექტირება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ცვლილების დაანგარიშება, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ დადგენილ სამშენებლო მასალების ფასების ინდექსს დაეფუძნება.განკარგულებით დადგენილი წესით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება ფასთა ინდექსაცია და რა საფუძვლებით არის შესაძლებელი ფასთა ინდექსაციით თანხის განსაზღვრა/ანაზღაურება. სამუშაოების შესრულების პერიოდი, რა დროსაც ფასთა ინდექსაციის გამოყენება არის შესაძლებელი, არის მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში - 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები და მიმდინარე და 2022 წლის 1 მაისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები.ასევე, განსაზღვრულია თუ რა შემთხვევებზე არ ვრცელდება ფასთა ინდექსაცია. როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ინდექსაციის წესი, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა.„ეს მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ჯერ პანდემიის, შემდეგ კი ომის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, საჭირო გახდა ფასთა ინდექსაციის წესის დამტკიცება. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ პროექტების განხორციელებაში შეფერხება არ ჰქონდეთ და ამის გამო ბიზნესპროცესების განხორციელება არ შეწყდეს, შენარჩუნდეს აღებული ვალდებულებების შესრულების ვადები და დასაქმების პირობები,“ - აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.განკარგულების შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის განსაზღვრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, მისი ასიგნებების ფარგლებში. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.

ფიროსმანი

საზოგადოება 1652809024

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ნიკო ფიროსმანის „რუს-ქართველ“ მხატვრად მოხსენიებას აპროტესტებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ეხმიანება პარიზის რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის ოფიციალურ საიტსა და „ინსტაგრამ“ გვერდზე გამოქვეყნებულ  ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლისთავთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელშიც ნიკო ფიროსმანი მოხსენიებულია „რუს-ქართველ" მხატვრად.„გამორჩეული ქართველი პრიმიტივისტის, მსოფლიო ნაივური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლის, ნიკო ფიროსმანის  მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაგებია, მისი 160 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები.  ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და  მიუღებელია ქართველი მხატვრის მოხსენიება ტერმინით „რუს-ქართველი".საელჩო შეახსენებს, რომ ნიკო ფიროსმანი  არის ქართველი მხატვარი, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განუმეორებელი ნიჭით  დაჯილდოებული ხატავდა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრების სცენებს.ჩვენთვის სრულიად მიუღებელია რუსული მართლმადიდებელი და სასულიერო კულტურის ცენტრის მიერ ნიკო ფიროსმანის "რუს-ქართველ" მხატვრად წარმოჩენა, რაც  კულტურული რევიზიონიზმის უხეშ ფორმას წარმოადგენს. "- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.             

სიმონიანი კანდელაკი

ომი უკრაინაში 1652807658

მარგარიტა სიმონიანი რამზან კადიროვს მადლობას უხდის - თინა კანდელაკს „კონკურენტი“ გამოუჩნდა

მადლობა მინდა გადავუხადო ჩეჩენ ხალხს და რამზანს, რომელთანაც, მოგეხსენებათ, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის - საჯაროდ. მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მთლიანად განულდა, რადგან ის, რასაც ეს ხალხი აკეთებს, იმსახურებს პატივისცემასა და აღფრთოვანებას.არანაირი ანტიუკრაინიზმი არ გვქონია და არც გვაქვს. რუსეთში ვერსად ვხედავ, რომ სიძულვილი და ამ სიძულვილში ეთნიკური კომპონენტი. დიახ, არსებობს ცალკეული სტრუქტურები - აზოვის ხალხი, რომლებიც არიან „აზოვსტალში“ და უკრაინის შეიარაღებული ძალები... მაგრამ ზოგადად, რუსეთში ანტიუკრაინული განწყობები, რა თქმა უნდა, არ არსებობს.ნახეთ ვიდეოს სრული ვერსია RUTUBE-ზე

აზოვსტალი

ომი უკრაინაში 1652804964

რას ამბობს „კურიერთან“ დონეცკის ოლქის გუბერნატორი „აზოვსტალიდან" ევაკუაციაზე

„კურიერმა" დონეცკის ოლქის გუბერნატორს ესაუბრა. პავლო კირილენკო ქალაქის მცველების გადარჩენის ოპერაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი სამხედროების უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა.„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მებრძოლები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანოთ. როგორც კი ეს მოხდება, შეგატყობინებთ. მაღალი დონის მოლაპარაკებებია, სახელმწიფოებს შორის. მე როგორც ოლქის ხელმძღვანელი,  ჩართული ვარ პროცესში. პროცედურა და მოლაპარაკება მათ გაცვლაზე მიმდინარეობს. სახელმწიფო მაქსიმალურს არ იშურებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობა. ყველასთვის აუცილებელია საერთო მიზნის მიღწევა, ერთობლივი ძალისხმევით.რაც შეეხება მშვიდობიან მოქალაქეებს, ფაქტია რომ ჰუმანიტარული კორიდორები ვერ შედგა. ასი ათასამდე ადამიანი მარიუპოლშია. ეს დაახლოებითი ციფრებია ჩვენი გამოთვლებით. მარიუპოლში უამრავი ადამიანი დაიღუპა. რა ხდება სასაფლაოებზე ხედავთ, ეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელზეც რუსეთი პასუხს აუცილებლად აგებს", - განაცხადა პავლო კირილენკომ.ამასთან, ოფიციალური კიევი ყველაფერს აკეთებს, რათა მოახერხოს "აზოვსტალის" განბლოკვა, ვინაიდან ეს ქარხანაში ჩარჩენილი ჯარისკაცების დახსნის ერთადერთი გზაა.„მთავარ თემად, მარიუპოლის დამცველების გადარჩენის საკითხს განვიხილავთ. განვაცხადეთ, რომ იქნებოდა ერთობლივი ოპერაცია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ თავდაცვითი სტრუქტურები, როგორიცაა სადაზვერვო, უკრაინის შეიარაღებული ძალების, საზღვრის კონტროლის უწყებები, ამ სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს ერთობლივი ოპერაცია და გუშინ პირველი ეტაპი ჩატარდა, როდესაც 53 დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია მოვახერხეთ. ასევე 211 ადამიანისაც, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ეს ოპერაცია გაგრძელდება, სანამ ეს ხალხი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავა. ვმუშაობთ "აზოვსტალში" ჩარჩენილი ჯარისკაცებისთვის, რომ მოვახერხოთ განბლოკვა, რადგან სხვა გზით შეუძლებელია მათი იქიდან გამოყვანა", - განაქცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარიმ.წყარო: რუსთავი 2