„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ისანში მომხდარ მკვლელობაში 37 წლის ბიზნესმენი ლევან ჩხაიძეა ბრალდებული.
ის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მოკლულ მიხეილ მაძღარაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ისნის რაიონში მეზობელმა მეზობელმა მოკლა. სასტიკ ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცებს შორის ჩხუბი პარკინგის გამო დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.