1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარისთან პირველ წრეში მარცხის შემდეგ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა.
ნიკამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემორჩა, რის გამოც ფორმის ბოლომდე აღდგენა უჭირს.
„პოსტ-კოვიდური სინდრომი მაქვს და ბოლომდე აღდგენა მიჭირს. ეს პროცესი, ალბათ 2-3 კვირა გაგრძელდება, შემდეგ კი კვლავ ოპტიმალურ ფორმას დავუბრუნდები“, – განაცხადა 29 წლის ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ბრიტანელ ენდი მარისთან პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. ნიკა მსოფლიო რეიტინგში ამ დროისთვის 21-ე პოზიციაზე იმყოფება.
რამდენიმე კვირის წინ, ნიკას ATP Cup-ზე სტეფანოს ციციპასთან შეხვედრის დროს სუნთქვის პრობლემები შეექმნა, რის გამოც მატჩი ნაადრევად შეწყვიტა.