პორტუგალიის ტრიუმფი - ნაკრები მეოთხედფინალშია

პორტუგალია

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მერვედფინალური შეხვედრა პორტუგალიამ და შვეიცარიამ გამართეს. მეოთხედფინალური წყვილები უკვე დაკომპლექტდა და სენსაციის ავტორის, მაროკოს ეროვნული გუნდის მეტოქე სწორედ დღეს უნდა გარკვეულიყო.

პორტუგალია-შვეიცარიის თამაშში ცალსახა ფავორიტის გამოყოფა  ძნელი იყო, მაგრამ რონალდოს გუნდმა მატჩის პირველივე ტაიმში დაამტკიცა, რომ მოდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებდა.

საინტერესოა, რომ პორტუგალიის ნაკრების ლიდერი, კრიშტიანო რონალდო მისი გუნდის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებას სათადარიგოთა სკამზე შეხვდა, რადგან მთავარ მწვრთნელთან წინა მატჩის დროს უთანხმოება მოუვიდა.

პორტუგალიის ნაკრებმა პირველივე ტაიმში უპირატესობა მოიპოვა, რაც გოლებშიც აისახა. მე-17 წუთზე რამოშმა ჟოაო ფელიქსის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

პორტუგალიის ტრიუმფს მოედანზე რონალდოს გამოჩენაღა აკლდა – რომელიც თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. პორტუგალიელები ცდილობდნენ, რომ გოლი მათი გუნდის ლიდერსაც გაეტანა, მაგრამ თავი ახალგაზრდა ლეაომ გამოიჩინა, რომელმაც შვეიცარიელების კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო – 6:1 პორტუგალიის სასარგებლოდ. ანგარიში აღარ შეცვლილა და პორტუგალია მეოთხედფინალში დღევანდელი სენსაციის ავტორს, მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.