გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე „ლივერპულთა“ მიღებული ტრავმა მოიშუშა, „ნაპოლის“ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე შეუერთდა და საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა.
სოციალურ ქსელში კვარაცხელიას ვარჯიშის კადრებიც გავრცელდა. გულშემატკივრებს უახარიათ ფავორისი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება და წერენ, რომ „კვარა ფორმაშია“.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა თურქეთში ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. იტალიური გუნდი 7 დეკემბერს ადგილობრივ „ანტალიასპორს“, 11 დეკემბერს კი ინგლისურ „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ წელის დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე, „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც სერია A-ში 3, ეროვნულ ნაკრებში კი 1 მატჩის გამოტოვება მოუწია. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნაწილში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა შეასრულა და თავის გუნდს 3 პენალტი მოუპოვა. სერია A-ს მიმდინარე სეზონი 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება.