ვრცელდება კადრები, თუ როგორ ესროლა ამერიკელმა სამართალდამცველმა თავში ქალს, რომელიც ადგილზე დაიღუპა
1767869280
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად თურქეთშია და სეზონის განახლებისთვის მოემზადება.
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი თურქეთში ზამთრის მოსამზადებელ ეტაპს ჩაატარებს და ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – ლუჩანო სპალეტის გუნდი „ანტალიასპორსა“ და „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.
იტალიელები ანტალიაში უკვე გაემგზავრნენ და თურქეთში 11 დეკემბრამდე ივარჯიშებენ.
„არეანაპოლის“ ცნობით, საბოლოოდ გადაწყდა მეტოქეებიც და მატჩის გამართვის თარიღიც – ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილები „ანტალიასპორთან“ 7 დეკემბერს ითამაშებენ, ხოლო ინგლისურ „კრისტალ პალასს“ კი 11 დეკემბერს შეხვდებიან.
სპალეტიმ შეკრებაზე გასამგზავრებელ მოთამაშეთა სიაში დაასახელა ხვიჩა კვარაცხელიაც და ამირ რაჰმანიც, რომლებმაც 2022 წლის სერია A-ს ბოლო რამდენიმე თამაში ტრავმების გამო გამოტოვეს.