ოლიმპიურმა კომიტეტმა საფრანგეთის რკინიგზაზე შექმნილი ქაოსისა და უამინდობის გამო ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გააუქმა - CNN

ოლიმპიური თამაშები

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საფრანგეთის რკინიგზაზე შექმნილი ქაოსისა და ცუდი ამინდის გამო ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს პრესკონფერენციის გაუქმების ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებიათ, ნათელია, რომ რკინიგზაზე შექმნილმა ქაოსმა მათ გეგმებში კორექტივები შეიტანა.

საფრანგეთის ჩქაროსნულ რკინიგზაზე პარასკევს მასშტაბური საბოტაჟი განხორციელდა. ერთ-ერთი ვერსიით, კოორდინირებული აქტების მიზანი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის მატარებლების მოძრაობისთვის ხელის შეშლა იყო. როგორც საფრანგეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა ატლანტის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზებზე.