ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსს გამოტოვებს

ჯოკოვიჩი

28 ოქტომბერს პარიზში ჩოგბურთის წლის ბოლო მასტერსის ტურნირი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ნოვაკ ჯოკოვიჩი არ მიიღებს.

ჩოგბურთელის განცხადებით, ის ასევე გამოტოვებს ბელგრადში გასამართ ATP-ის 250-ქულიან ტურნირს. სავარაუდოდ, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ტურინში, წლის შემაჯამებელ ტურნირზე ვიხილავთ.

ჯოკოვიჩს პარიზის მასტერსი ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული, მან საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვება კარიერაში შვიდჯერ მოახერხა.

რამდენიმე დღის წინ სერბმა ჩოგბურთელმა შანხაის მასტერსის ფინალში ითამაშა, სადაც მსოფლიოს პირველ ნომერთან, იტალიელ იანიკ სინერთან ორ სეტში დამარცხდა.