დეკემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1733288188
სეულში მოგებული ჩელენჯერის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიაში, მაცუიამას ტურნირზე გამოსვლაც წარმატებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში 21 წლის ავსტრალიელი ფილიპ სეკულიჩი სამ სეტში – 6:3, 4:6, 6:3 დაამარცხა და 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ბელგიელ ბელგიელ ბლოქსსა და იაპონელ უჩიამას შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში წარმატების შემდეგ ნიკოლოზმა მსოფლიო რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც უკვე შესაძლებლობას აძლევს, ATP-ის ეგიდით დაგეგმილი ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა.
ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო, მას უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.