ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი - სპორტსმენს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება ATP ანტიკორუფციული ოფისი (ITIA). გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მალე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაცია 2016 წელს სავარაუდო გარიგებაზე მუშაობს და თუ ეჭვები დადასტურდება, ჩოგბურთელს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ბასილაშვილს პროფესიონალურ დონეზე ხუთი ტიტული (ჰამბურგი 2018 და 2019, პეკინი 2018 და მიუნხენი და დოჰა 2021 წელს) და სამი წაგებული ფინალი (კიცბუჰელი 2016, მემფისი 2017 და ინდიან უელსი 2021) აქვს.